შობა და ახალი წელი ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მერაია ქერის, როგორც ამ სადღესასწაულო სეზონის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის აქტუალობა სულ უფრო იზრდება. ლეგენდარული მუსიკოსი, რომელსაც არაერთი ცნობილი ჰიტი აქვს შესრულებული, ყოველი წლის დეკემბერსა და ნოემბერში, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა. მიზეზი კი, მისი კარიერის მეგა-ჰიტი “All I Want for Christmas” გახლავთ, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილში, სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად უსმენენ.

Victoria’s Secret-მა 2023 წლის საახალწლო სარეკლამო კამპანიიდან პირველი ფოტოები გაავრცელა, რომელსაც რეკლამას მერაია ქერი უწევს. სარეკლამო კამპანია ფოტოგრაფმა ითან ჯეიმს გრინმა გადაიღო, სტილისტი კი, გაბრიელა კარიფა ჯონსონი გახლავთ.

იხილეთ ახალი ფოტოები სარეკლამო კამპანიიდან: