ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი ლონდონში დაფუძნებული ჟურნალის, 5′ Eleven Magazine-ის ახალი ნომრის გარეკანზეა. ფოტოსესიას განსაკუთრებულს ლოკაცია ხდის. მატილდა ფოტოგრაფმა Matt Easton-მა ყაზბეგში გადაიღო. “ძალიან მადლიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩემ მეგობარ მატილდა გვარლიანთან ერთად, მის მშობლიურ საქართველოში მემოგზაურა, გამეცნო მისი ოჯახი, მეგობრები, უბრალოდ განცვიფრებული ვარ იმ სულგრძელობით, რაც საქართველოში გამოიჩინეს.” – წერს ფოტოგრაფი Instagram-ზე.

The Silk Road Issue- ასე ჰქვია გამოცემას, რომლისთვისაც ქართველი მოდელის ფოტოსესია ყაზბეგში მოეწყო. გარდა ლოკაციისა, გადაღებისთვის მატილდამ ქართველი დიზაინერების სამოსიც მოირგო, მათ შორის ირაკლი რუსაძის Situationist-ისა და თაკო მექვაბიძის კოლექციები.