იტალიური მოდის სახლის ოფიციალურ არხებზე ახალი სარეკლამო კამპანიებიდან პირველი კადრები გამოქვეყნდა. Gucci-ს სათვალეების ხაზის ახალ კოლექციას ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი უწევს რეკლამას.
მატილდა Gucci-ს პოდიუმზე პირველად მიმდინარე წლის თებერვალში, მილანის მოდის კვირეულზე გამოჩნდა. გვარლიანს საქართველოში „დედა სააგენტო“ Look Models Management წარადგენს, მილანში კი – Next Models.