წელს, ვენეცია საერთაშორისო კინოფესტივალს აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში მასპინძლობს.  უფრო კონკრეტულად კი, რიგით მე-80 კინოფესტივალი 30 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით  გაიმართება. მიუხედავად ჰოლივუდში მიმდინარე გაფიცვისა, თანამედროვე კინოსა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ამჯერადაც საინტერესო პროგრამითაა წარმოდგენილი.

გასული შვიდი წლის მსგავსად, 2023 წლის ვენეციის ბიენალეს მთავარი სპონსორი Mastercard-ია. გადახდების ინდუსტრიაში ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, თანამედროვე კულტურის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უძველეს და ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალთან თანამშრომლობით კი,  კომპანია მიზნად ისახავს, ინოვაციური და კრეატიული გზებით, თავის მომხმარებლებსა და კინოს შორის კავშირი გააძლიეროს. ამასთან ერთად, კიდევ უფრო განავითაროს Priceless გამოცდილება, რომელიც კინოფესტივალის მსვლელობისას, Mastercard-ის ბარათის ყველა მფლობელსა და პარტნიორს, დაუვიწყარ სიურპრიზებს და მომენტებს სთავაზობს. Priceless.com ექსკლუზიურად „მასტერქარდის“ მომხმარებლებისთვისაა და ის უზრუნველყოფს მართლაც უნიკალურ და შეუფასებელ გამოცდილებას, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის ყველა სტუმრისათვის სასურველია, თუმცა რთულად ხელმისაწვდომი, იქნება ეს წითელი ხალიჩაზე პოზიციონირება, თუ ექსკლუზიურ ჩვენებაზე დასწრება და ა.შ.

წელს საპრემიერო პროგრამაში შევხვდებით კინო ნამუშევრებს, რომლებსაც კინო კრიტიკოსები განსაკუთრებით ელოდნენ. აუცილებლად უნდა ვახსენოთ Ferrari.  ენცო ფერარის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის შესახებ მედია უკვე დიდი ხანია წერს. სპორტული ავტომობილების ცნობილი ბრენდის დამაარსებლის პერსონაჟს ადამ დრაივერი განასახიერებს, იგი როლისათვის შთამბეჭდავად გარდაისახა. კიდევ ერთი ფილმი, რომელიც ფესტივალის საპრემეირო ფოკუსშია, არის სოფია კოპოლას “Priscilla”, რომელიც ამერიკელი ბიზნეს ლედისა და მსახიობის, ლეგენდარული მუსიკოსის, ელვის პრესლის მეუღლის, პრისცილა პრესლის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.  ფილმი დაფუძნებულია პრისცილას 1985 წლის მემუარზე, რაც კოპოლას ნამუშევარს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ვენეციის მე-80 ფესტივალის საპრემიერო პროგრამაშია Maestro, რომლის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ბრედლი კუპერია.  კინოსურათში სიუჟეტი მე-20 საუკუნის ცნობილი ებრაული წარმოშობის ამერიკელი დირიჟორისა და კომპოზიტორის –  ლეონარდ ბერნსტაინის ირგვლივ ვითარდება. 

ტრადიციულად, კინოფესტივალის ტრიუმფატორი მთავარი პრიზის, “ოქროს ლომის” მფლობელი გახდება, რომელსაც სპეციალური ჟიური გამოავლენს. წელს ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი, 2016 წლის კინო ჰიტის, La La Land-ის შემქმნელი, დემიენ შაზელია.

კინო მნიშვნელობასთან ერთად, ვენეციის კინოფესტივალის მოდის მოყვარულებისთვის და არა მხოლოდ, სანახაობრიობითაც გამოირჩევა. წითელი ხალიჩაზე უკვე ვიხილეთ რამდენიმე დასამახსოვრებელი ვარსკვლავი, მათ შორის – იტალიელი ტოპ მოდელები, მარიაკარლა ბოსკონო და ბიანკა ბალტი, Dolce & Gabbana-სა და Ermanno Scervino-ს ექსკლუზიურ კაბებში. თუმცა ფესტივალი სულ ახლახან გაიხსნა და რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც კინოს, ისევე მოდის მხრივ, მთავარი სანახაობა ჯერ წინ არის.