მიუხედავად იმისა, რომ მარგო რობი თანამედროვე ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გარეგნობის ვარსკვლავია, მისი სტილი არასდროს ყოფილა საკმარისად შთამბეჭდავი საიმისოდ, რომ მოდის პრესის ყურადღების ცენტრში მოხვედრილიყო. წარსულში, როცა საქმე სამოსს ეხებოდა, მარგო უსაფრთხო არჩევანს აკეთებდა, რაც ხშირ შემთხვევაში, პრაგმატული ბიზნეს გადაწყვეტილებებიდანაც გამომდინარეობდა.

ცნობილია, რომ ავსტრალიელ მსახიობს მაღალშემოსავლიანი კონტრაქტი აქვს ისეთ მოდის სახლთან, როგორიცაა Chanel. ფრანგული მოდის სახლის დიდწილად კონსერვატული კოლექციები კი, ხშირად, რობის სტილს საკმაოდ ერთფეროვანს ხდის.

ზემოხსენებული არ ეხება ახალი ფილმის, “ბარბის” პრეს-ტურს, სადაც რობის ყოველი გამოჩენა ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება. მიზეზი კი, სწორედ ჩაცმის სტილია. მარგო ამჯერადაც ატარებს „შანელს“, თუმცა მის გარდერობში აგრეთვე ვხვდებით შემდეგ ბრენდებს: Versace, Moschino, Emilio Pucci, Schiaparelli, Prada და ა.შ.

დაათვალიერეთ მარგო რობის ბარბის სტილი:

სამოსი: Schiaparelli

სამოსი: Moschino

სამოსი: Valentino

სამოსი: Versace

სამოსი: Versace

სამოსი: Versace

სამოსი: Versace

სამოსი: Chanel

სამოსი: Hervé Léger 

სამოსი: Bottega Veneta

სამოსი: Emilio Pucci

სამოსი: Moschino

სამოსი: Balmain

სამოსი: Prada

სამოსი: Chanel

სამოსი: Chanel

”Barbie” წარმატებული ქალი რეჟისორის, გრეტა გერვიგის ახალი ნამუშევარია, რომელშიც მთავარ როლებს მარგო რობი (ბარბი) და რაიან გოლსინგი (კენი) ასრულებენ. ფილმში ბარბისა და კენის მრავალი სხვადასხვაგვარი ვერსია და საინტერესო ინტერპრეტაციაა წარმოდგენილი. მარგო კი, ყველაზე გავრცელებულ და აღიარებულ ვერსიას წარმოადგენს, ოქროსფერი ღია ფერის თმითა და თვალებით.