რეჟისორ გრეტა გერვიგის ფილმი, Barbie 2023 წლის ყველაზე წარმატებულ კინო ნამუშევრად იქცა. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ფილმის შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. Barbie გახდა ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი.

Variety -ის ცნობით, Barbie-ის ვარსკვლავი, მთავარი როლის შემსრულებელი მარგო რობი, რომელიც ფილმის პროდიუსერიც გახლავთ, ანაზღაურებისა და ბონუსის სახით, 50 მილიონ დოლარს მიიღებს. თავდაპირველი ცნობებით, მარგოს ანაზღაურება 12 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფილმის გლობალურმა კომერციულმა წარმატებამ მსახიობის ბონუსური ანაზღაურება მკვეთრად გაზარდა.