Chanel-მა დაადასტურა, რომ ავსტრალიელი მსახიობი მარგო რობი Chanel No.5-ის ახალი სახეა. სიახლეს გასაკვირს ვერ ვუწოდებთ, მსახიობს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს ფრანგულ მოდის სახლთან. წარსულში იგი არაერთხელ გვინახავს “შანელის” სარეკლამო კამპანიებში, თუმცა No.5 ბრენდის ყველაზე ძველი პარფიუმია, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოდის სახლის ისტორიაში.

მარგო Chanel No.5-ის ამბასადორის როლში ფრანგ მსახიობს მარიონ კოტიარს შეცვლის.  კამპანიის ვიდეო ოქტომბერში გავრცელდება და მისი რეჟისორი ლუკა გუადანინო იქნება.