მოდამ არა ერთხელ იცვალა სახე, მოერგო განსხვავებულ წესებსა და ჩარჩოებს, თუმცა მთავარი რამაც მისი ასეთი პოპულარობა და გავლენა განაპირობა, ისაა, რომ მოდა გვეხმარება ავიმაღლოთ განწყობა და გავხდეთ უფრო თავდაჯერებულები. ეს არის ის, რაც მოგვწონს, რაც თავს კარგად გვაგრძნობინებს, რაც უშუალოდ მოქმედებს ჩვენს ფსიქოლოგიაზე და შესაბამისად – ყოველდღიურობაზე. „ჩაცმა ჩემთვის ყოველთვის ასოცირებული არის ხასიათის გაუმჯობესებასთან, ან განწყობის გამოხატვასთან,“ – ამბობს ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე ჩვენთან ინტერვიუში.
ახლახანს ნინუცა MANGO-ს კამპანიის სახედ დასახელდა.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ბრენდს ნდობისთვის რომ გადაწყვიტეს მე გავმხდარიყავი მათი ამბასადორი. კამპანიაზე მუშაობის პროცესი საინტერესო იყო. ნიჭიერი სტილისტი, შესანიშნავი ფოტოგრაფი. ძირითადად ჩემგან ითხოვენ ერთ იმიჯს – ლამაზად დახატული ლამაზ კაბაში, ყოველთვის ეს არის მოთხოვნა, აქ კი პირიქით, ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარეთ, ძალიან სასიამოვნო იყო, კომფორტულად ვგრძნობდი თავს.“
– ნინუცა ორჯონიკიძე.



კამპანიაში წარმოდგენილია თანამედროვე ურბანული სამოსი დახვეწილი დეტალებით. „მანგოს“ ხელწერად ქცეული ყოველდღიური სტილი, რომელიც იდეალურად ადაპტირდება ელეგანტურ სილუეტებთან და ქსოვილებთან, კიდევ ერთხელ იქცევს ჩვენს ყურადღებას. „გაპრანჭვაც ძალიან მიყვარს და ე.წ.‘’Casual’’ სტილიც, მე ვფიქრობ, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. შეიძლება ძალიან ელეგანტურიც იყო და ყოველდღიურ სტილშიც გეცვას. ისეთი ბრენდი როგორიც მანგოა, ამის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გაძლევს.“ – აღნიშნავს ნინუცა. ჩვენს კითხვაზე, თუ როდიდან გაჩნდა მანგოს კოლექციების მის გარდერობში, ნინუცა ყოყმანის გარეშე ამბობს: „ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც მქონდა უკვე მანგოს ნივთები და ძალიან მომწონდა.“


ახალ კოლექციაში შესამჩნევი ადგილი უკავიათ აქსესუარებს, განსაკუთრებით სათვალეებს და ჩანთებს, რომლებიც მრავალფეროვანი ფორმებითა და სტილით გამოირჩევა. მიუხედავად მრავალფეროვნებისა, სუფთა დიზაინი ლუქებს სიმარტივეს და პრაქტიკულობასაც მატებს. „მანგოში რაც არ უნდა იყიდო, არ აღმოჩნდება, რომ ზედმეტი მოგივიდა, რადგან კლასიკურია, უსაფრთხოა, ელეგანტურია. შეგიძლია ისეთი კომბინაციები შექმნა, რომ ძალიან ახალგაზრდული იყოს, თანამედროვე და თამამიც,“ – განმარტავს ნინუცა.





აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოებაც, რომ თანდათან უფრო და უფრო მეტი ცნობილი ბრენდი ირჩევს ქართველ ამბასადორს. იქნება ეს ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ბაზარი, ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც გლობალური ბრენდი წარმდგენად ქართველ ვარსკვლავს გვთავაზობს. Mango-ს ახალი კამპანია კი, შესაძლოა, ბიძგის მიმცემიც აღმოჩნდეს სხვა კომპანიებისთვის. „მოდას ძალიან დიდი გავლენა აქვს კულტურაზე და ცხოვრების ბევრ ასპექტზე. გამიხარდება, ასე რომ მოხდეს,“ – ამბობს ნინუცა.
სარეკლამო კამპანიაზე ჟურნალმა სითიმ იმუშავა, სტილისტი: მარიამ გუგუშვილი, ფოტოგრაფი: თორნიკე აივაზიშვილი. მანგოს კოლექციების დათვალიერება და შეძენა შეგიძლიათ შემდეგ სავაჭრო ცენტრებში: სითი მოლი საბურთალო, ისთ ფოინთი, თბილისი მოლი. აგრეთვე ონლაინ – Shopshop.ge/Mango