2008 წელს, ადამ მიცკევიჩის N68-ში გაიხსნა Magellan-ის პირველი მაღაზია. ამ სივრცის უკან კომპანია Megasport დგას, რომელიც დღეს ქართულ ბაზარზე არაერთ ცნობილ ბრენდს წარმოადგენს. წლებთან ერთად იზრდებოდა კომპანიის პორტფელი და შესაბამისად, ის ახალ მონობრენდულ მაღაზიებს წარადგენდა. Magellan-ის სივრცე კი Megasport Outlet-ად გადაკეთდა, სადაც შერჩეულ მოდელებზე დიდი ფასდაკლება გელოდებათ.
2008 წელს, გახსნის შემდეგ, Magellan-ის მიცკევიჩის ფილიალს მომხმარებელი არასდროს დაუკარგავს. სწორედ აქ ჩამოყალიბდა Megasport-ის ერთგულ მომხმარებელთა წრე, რომელმაც კარგად იცოდა წარმოდგენილი ბრენდების რეალური უპირატესობები. როგორც Megasport-ის წარმომადგენლები ამბობენ, დღემდე ძველი მომხმარებლებისთვის კომპანია პირველ რიგში მიცკევიჩის მისამართთან ასოცირდება და არა მოგვიანებით გახსნილ მაღაზიებთან.

დროთა განმავლობაში გაჩნდა ისეთი სივრცის შექმნის იდეა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებად მისცემდა, სასურველი ბრენდების სამოსი ხელმისაწვდომ ფასად შეეძინათ – ასე გაიხსნა Megasport Outlet.
Megasport Outlet აერთიანებს ყველა იმ ბრენდს, რომელსაც კომპანია Megasport საქართველოში წარმოადგენს. მათ შორისაა: Diesel, The North Face, Timberland, Napapijri, Scotch & Soda, ასევე Magellan-ის მიმართულებით წარმოდგენილი სხვა სპორტული და ტექნიკური ბრენდები. Outlet-ის მთავარი უპირატესობა, რაც მას ქართულ ბაზარზე ყველა საშოპინგო სივრცისგან გამოარჩევს, არის ფასი. აქ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია 30%-დან 80%-მდე ფასდაკლებით. თუმცა ამ სივრცის უპირატესობა მხოლოდ ფასდაკლების პროცენტებში არ იზომება – მომხმარებელს დაბალ ფასად რეალურად მაღალი ხარისხის, უნაკლო მოდელებისა და გამორჩეული კოლექციების შეძენა შეუძლია. ბუნებრივია, ყველაზე მოთხოვნადი მოდელები სწრაფად იყიდება, რის გამოც ასორტიმენტი მუდმივად იცვლება და უფრო სპეციფიკური ერთეულები რჩება თაროზე. ვინაიდან სელექცია მუდმივად განახლებადია, სასურველი მოდელისა და ზომის შესარჩევად, მუდმივად უნდა ვადევნოთ თვალი Megasport Outlet-ის სოციალურ ქსელებსა და ფიზიკურ მაღაზიაში წარმოდგენილ ხელმისაწვდომ კოლექციებს.

ყველა დეტალის გათვალისწინებით, Megasport Outlet დღესდღეობით არის სივრცე, სადაც მომხმარებლისთვის თითოეული ვიზიტი შესაძლოა „მოულოდნელ აღმოჩენად“ და საოცნებო მოდელის შეძენის შესაძლებლობად იქცეს.
მეტი სიახლისათვის ეწვიეთ Megasport Outlet-ის სოციალური ქსელის არხებს:




