Maison Margiela-მ ცნობილი სუნამოს REPLICA-ს ახალი არომატები გამოუშვა. Soul of the Forest, Dancing On the Moon და Flying – ასე ჰქვია ახალ სუნამოებს, რომლებიც REPLICA-ს ხაზის საკულტო ფლაკონის დიზაინით არის წარმოდგენილი. Soul of the Forest-ში საბაზისო ნოტი წიწვოვანო ხეების ზეთია. ამის გამო სუნამოს წიწვოვანი ტყის სურნელი აქვს. Dancing On the Moon ყვავილების სურნელით ხასიათდება. Flying-ის შემადგენლობაში კი ფორთოხლის ყვავილის სურნელს შევხვდებით.
REPLICA-ს ახალი სუნამოების ფასი 220 დოლარია.

REPLICA, როგორც ხაზი მოდის სახლმა 1994 წელს წარადგინა. 2012 წელს კი ბრენდმა მის ფარგლებში ამავე სახელწოდების სუნამოს ხაზიც გამოუშვა. REPLICA-ს სუნამოების ხაზის არომატებისა და ფლაკონის დიზაინის კონცეფციით, Maison Margiela-მ პარფიუმერიის წარმოებაში სრულიად ახალი ხედვა შეიტანა. დღემდე REPLICA ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ უნისექს სუნამოდ მიიჩნევა.