დროსთან ერთად, მოდის ინდუსტრიაში ტექნოლოგიური მიღწევების ინტეგრაცია კიდევ უფრო საინტერესო სახეს იღებს. მოდის ლიდერები ყურადღებით აკვირდებიან ვირტუალურ სამყაროში განვითარებულ სიახლეებს და ცდილობენ ფეხი აუწყონ ახალ რეალობას, რომელიც მომავალს ქმნის.
მოდის უდიდესის კონგლომერატის, LVMH-ის ახლადგავრცელებული სიახლე სწორედ ვირტუალურ გამოცდილებას ეხება, რომელსაც ლუი ვიტონისა და დიორის მფლობელი კომპანია Epic Games-თან თანამშრომლობით განახორციელებს. Epic Games ვიდეო თამაშების ცნობილი ამერიკული კომპანიაა, რომლის კატალოგშიც ისეთი პოპულარული თამაშებია, როგორებიცაა: Fortnite და Unreal Engine.
შეთანხმების თანახმად, LVMH გამოიყენებს Epic Games-ის სამგანზომილებიანი შექმნის რესურსებს, რათა აუგმენტური რეალობის დახმარებით, შექმნას ვირტუალური მოსაზომი ოთახები, ჩვენებები და რა თქმა უნდა, პროდუქტის 360 გრადუსიანი დათვალიერების სისტემა. Epic-თან თანამშრომლობა და მათი ინდუსტრიაში წამყვანი რესურსები, LVMH-ს შესაძლებლობას მისცემს ჩამოაყალიბოს უფრო ძლიერი იდენტობა მუდმივად მზარდ ვირტუალურ სამყაროში.