საერთაშორისო პრესის ცნობით, რეორგანიზაციის ინიციატორი კომპანიის პრეზიდენტი ბერნარ არნოა. ფრანგმა მილიარდერმა გადაწყვიტა, რომ შეცვალოს მოდის უდიდესი კონგლომერატის წყობა იმისათვის, რომ თავისმა ოჯახმა ხანგრძლივად შეინარჩუნოს LVMH-ის მართვის სადავეები. ახალი მოწყობით, კონგლომერატის მართვის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას – “Agache Commandite” ექნება. ეს გახლავთ კომპანია, რომელსაც თანაბარი წილებით ფლობს ბერნარის 5 შვილი.

73 წლის არნო ჯერ-ჯერობით კვლავ თავს იკავებს დაასახელოს თავისი შემცვლელი, თუმცა როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, მისი ხუთივე შვილი LVMH-ის მრავალ-მილიარდიანი იმპერიის განვითარებაში აქტიურად იღებს მონაწილეობას.