LVMH- ის და Tiffany & Co. -ს რამდენიმე თვიანი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ფრანგულმა კონგლომერატმა, რომლის სათავეში პლანეტის მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბერნარ არნო დგას, სამკაულების გიგანტი კომპანია 16.2 მილიარდ დოლარად შეიძინა.

Tiffany & Co. -ს შეძენით LVMH- მა გაიმყარა თავისი სტატუსი, როგორც მსოფლიოში მოდის ყველაზე მსხვილი კონგლომერატის, თუმცა არნოებისთვის ტიფანი უფრო მეტსაც ნიშნავს. LVMH- ის მოწინავე ბრენდების უმრავლესობა ტყავის და ტანსაცმლის ხაზით არის პოპულარული. Tiffany & Co. -ს ფრანგულ კონგლომერატში გაერთიანება არნოებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი გავლენა და ხედვა სამკაულების სეგმენტსაც მნიშვნელოვნად დაატყონ.

ცხადია, რომ LVMH- სთვის ამერიკა ახლა გამორჩეულად საინტერესოა. კომპანიამ, გასულ თვეში, ლუი ვიტონის უახლესი ქარხანა ამერიკაში გახსნა. ლუი ვიტონის პოპულარული ჩანთების ნაწილს სამომავლოდ დაეწერება: MADE IN USA. ტიფანიც ამერიკაში შექმნილი კომპანიაა, რომლის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის.