გამომდინარე იქიდან, რომ ფრანგულ კონგლომერატში გენერალური დირექტორისთვის დაწესებული მაქსიმალური ასაკი 75 წელი იყო, ინდუსტრიაში აქტიურად განიხილავდნენ თუ ვინ შეცვლიდა მოქმედ ლიდერს, ბერნარ არნოს, რომელიც 5 მარტს 73 წლის გახდა.
გუშინ გავრცელებული სიახლე იმის შესახებ, რომ LVMH გენერალური დირექტორისთვის დაწესებულ ასაკობრივ ზღვარს 80 წლამდე ზრდის, გვაფიქრებინებს, რომ არნო მართვის სადავეების დათმობას ჯერ არ აპირებს.
ჯამში, დღევანდელი მონაცემებით, LVMH 75 ბრენდს აერთიანებს და მსოფლიოში მოდის, კოსმეტიკის, პარფიუმერიის უდიდესი კომპანიაა. ბერნარ არნო კი, ევროპის კონტინენტზე ყველაზე მდიდარი ადამიანია.