ბრიტანელმა დიზაინერმა, ლუის თროტერმა ფრანგული ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის პოზიცია ოფიციალურად დატოვა. ლუისი თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა. 4 წლის განმავლობაში, მან ბრენდის განვითარებაში აღსანიშნი როლი ითამაშა. Lacoste -ს პრეზიდენტმა, ტიერი გუიბერტმა დიზაინერს მადლობა გადაუხადა “მისი შემოქმედებითობისთვის და ბრენდის მემკვიდრეობისადმი თავდადებისთვის.”

Louis Trotter / Lacoste

Lacoste -ს შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში, ლუისის ბოლო ჩვენება 2021 წელს ვიხილეთ. მას შემდეგ, ბრენდი კოლექციებს პრეზენტაციების სახით წარადგენდა. პრეზენტაციის ფორმატით ვიხილეთ ბრენდში ბრიტანელი დიზაინერის ბოლო კოლექციაც, რომელიც გაყიდვაში 2023 წლის გაზაფხულზე გამოჩნდება.

უცნობია ლუის თროტერის სამომავლო გეგმების შესახებ. რაც შეეხება ბრენდს, Lacoste -ში შემოქმედებითი მმართველობის გადახედვას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბრენდი კოლაბორაციული ხელმძღვანელობის მოდელზე გადაერთვება.