ცოტა ხნის წინ Saint Laurent-მა “Take-Away” ყუთების მდიდრული ვერსია შემოგვთავაზა, რომლის ღირებულებაც 1,890 დოლარს შეადგენს. ამჯერად საკვებისთვის განკუთვნილი მუყაოს ყუთი ფუფუნების საგნად Louis Vuitton-მა გარდაქმნა. საუბარია ბურგერის ყუთის დიზაინზე, რომლის შეძენაც 2,580 დოლარად არის შესაძლებელი.

ტყავისგან დამზადებული პროდუქტი გარედან ყვავილების პრინტებითა და ბრენდის მონოგრამით არის გაფორმებული. მისი გახსნისას შიგნით დაგხვდებათ ბურგერის ინგრედიენტების ფერების სადგამები, რომლებსაც პრაქტიკული დანიშნულება აქვთ.

Louis Vuitton-ის “ბურგერის ყუთი” ახალი კოლექციის ნაწილია, რომელსაც “სადილის ხელოვნება” ჰქვია და ასევე მოიცავს: სხვადასხვა სახის ჭიქებს, თეფშებს, შეიკერს, კოქტეილის ჩხირებს, პოპკორნის კალათას და ა.შ.