ერთი შეხედვით Saint Laurent-ის ახალი აქსესუარი გვაფიქრებინებს, რომ ის “მაკდონალდსთან” კოლაბორაციით შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინი “ჰეფი მილის” შეფუთვას ჰგავს, სინამდვილეში სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილეს ქსელსა და ფრანგულ მოდის სახლს შორის თანამშრომლობა არ შემდგარა. Saint Laurent-ის ახალი “Take-Away Box” ჩანთები იმ მუყაოს ყუთების ლუქს ვერსიაა, რომლებითაც კვების ობიექტებიდან მზა საკვებს ვიღებთ.

ხბოს ტყავისგან დამზადებული ზამშის სარჩულის მქონე ჩანთები შემოთავაზებულია ორ ფერში – შავსა და ყავისფერში. მათზე გვხვდება ბრენდის მონოგრამა და დიდი ზომის ლოგო.

აქსესუარები უკვე გაყიდვაშია და მათი ღირებულება 1,890 დოლარს შეადგენს.

უნდა ითქვას, რომ ეს არის არის პირველი შემთხვევა, როდესაც მდიდრულმა ბრენდმა მუყაოს ყუთის თუ სხვა დაბალფასიანი პროდუქტის დიზაინი ძვირადღირებულ ნივთად გარდაქმნა. მაგალითად, 2017 წელს, Ikea-ს 99 ცენტის ღირებულების ჩანთის მსგავს მოდელს Balenciaga 2,145 დოლარად ჰყიდდა, 2020 წელს Tiffany & Co.-მ ინსპირაცია საკუთარი საშოპინგო ჩანთიდან აიღო და მომხმარებელს პრემიუმ ტყავის აქსესუარის სახით შესთავაზა, Louis Vuitton-მა კი 2021 წელს “პიცის ყუთი” გაყიდვაში 2090 დოლარად გამოუშვა.