
ფრანგულმა მოდის სახლმა, ლუი ვიტონმა სათვალეების ხაზის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სარეკლამო კამპანია გამოაქვეყნა, რომელშიც მონაწილეობენ ამერიკელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი და ტაივანელი მუსიკოსი და მსახიობი ოუიანგ ნანა. კამპანია გადაიღო მოდის ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა სტივენ მეისელმა, ვიზაჟზე იმუშავა პატ მაკგრათმა, ხოლო ვარცხნილობაზე – გუიდო პალაუმ. გადაღების სტილისტია კარინ როიტფელდი, რომელმაც სარეკლამო კამპანიას კლასიკური და მარადიული იმიჯი მოარგო.
იხილეთ ახალი სარეკლამო კამპანია:

