Louis Vuitton-ის ახალი პროექტი საშუალებას გვაძლევს აუგმენტური რეალობის (AR) ტექნოლოგიის მეშვეობით მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები იაიოი კუსამას ფერადი კოპლებით დაფარული ვიხილოთ. პროექტი Snapchat-თან კოლაბორაციით განხორციელდა. ის აპლიკაციის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოდის სახლის გვერდზე შესვლისას ან Lenses-ში მოძებნონ მათ წინაშე აღმართული ღირსშესანიშნაობა და ნახონ თუ როგორ დაიფარება ის თავიანთ ეკრანზე კუსამას კოპლებით.
Snap Inc X Louis Vuitton X Yayoi Kusama
“გვინდოდა რაღაც მასშტაბური გაგვეკეთებინა, რაშიც დიდი აზრიც იდებოდა: მსოფლიოს უდიდესი ღირსშესანიშნაობებისა და მონუმენტების მოხატვა განაცხადია ისევე, როგორც Louis Vuitton-ის მიერ მოხატული მაღაზიები,” – ამბობს Snap-ის ჯოფრი პერეზი. “ეს Louis Vuitton-ის და კუსამას გუნდებისთვის ონლაინსა და ოფლაინს შორის არსებული კავშირის ჩვენების შესაძლებლობაა; ისინი თავიანთ წერტილებს ნამდვილ სამყაროს ციფრულად ახატავენ.”
იმ ღირსშესანიშნაობებს შორის, რომლებიც AR ტექნოლოგიის საშუალებით ისეთივე კოპლებით დაფარული წარმოგვიდგება, როგორებსაც Louis Vuitton-ის პროდუქტებზე ვხვდებით, არის: ეიფელის კოშკი და ტრიუმფალური თაღი პარიზში, თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში, თაუერ ბრიჯი და ეროვნული გალერეა ლონდონში.
იაიოი კუსამამ და Louis Vuitton-მა პირველად 2012 წელს ითანამშრომლეს. ათი წლის შემდეგ, გახმაურებული კოლაბორაცია ისევ შედგა, რაც პირველად მოდის სახლის “კრუიზ” კოლექციის ჩვენებაზე გამჟღავნდა. ამჯერად თანამშრომლობას გაცილებით მასშტაბური ხასიათი აქვს და მასთან დაკავშირებულმა გამოსახულებებმა მსოფლიოს დიდი ქალაქები სხვადასხვა სახით მოიცვა.