გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ლუი ვიტონის ქალის ხაზის შემოქმედებითი დირექტორი, ნიკოლა ჟესქიერი 2023 წელს ბრენდს დატოვებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ ფრანგული მოდის სახლის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. მაიკლ ბერკმა კატეგორიულად უარყო ჭორები და აღნიშნა, რომ ლუი ვიტონი ფრანგ დიზაინერთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს.

ჟესქიერი ლუი ვიტონის ქალის ხაზის შემოქმედებით დირექტორად 2013 წელს დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე მარკ ჯეიკობსი შეცვალა.
Louis Vuitton – ახალი კოლექცია
შემოქმედებითი დირექტორი – ნიკოლა ჟესქიერი