ფრანგულმა მოდის სახლმა გაავრცელა სიახლე იმის შესახებ, რომ ხვალ, 30 ნოემბერს, მაიამიში ვირჯილ აბლოს უკანასკნელი კოლექციის ჩვენება გაიმართება.
“Virgil was here” ჩვენებით ლუი ვიტონში ამერიკელი დიზაინერის მოღვაწეობის ხანმოკლე, თუმცა ისტორიული თავი დაიხურება.
ამერიკელი დიზაინერი ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზის შემოქმედებით დირექტორად 2018 წელს დაინიშნა. ვირჯილი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი შავკანიანი დიზაინერი, რომელმაც LVMH-ში წამყვანი ბრენდის კრეატიული ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.
ვირჯილ აბლო 28 ნოემბერს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. თანამედროვე მოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერი სიმსივნის იშვიათ და ავთვისებიან ფორმას 2 წლის განმავლობაში ებრძოდა.