მსოფლიოს ყველაზე დიდმა კოსმეტიკურმა კომპანიამ გადაწყვეტილება 8 მარტს გაავრცელა. ლორეალი რუსეთში ყველა მაღაზიას დახურავს, შეჩერდება ონლაინ გაყიდვებიც.

ფრანგულმა კომპანიამ დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. გაყიდვების შეჩერებესთან ერთად, ლორეალი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებსაც გააუქმებს.