მოდის ორიგინალი როკ-ვარსკვლავები კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ ერთად. ლინდა, კრისტი, ნაომი და სინდი – ეს სახელები გასული თვეების განმავლობაში ხშირად გვესმის. ჯერ Apple TV-ის დოკუმენტური ნამუშევარი, რომლის პრემიერამდე სულ რაღაც 5 დღე გვაშორებს, შემდეგ Vogue -ის სექტემბრის ნომრის გარეკანი და დაუსრულებელი წვეულებები თუ სარეკლამო კამპანიები, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ორიგინალ სუპერმოდელებთან, წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ ითანამშრომლონ.
ამჯერად, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ, ლონდონში, Vogue -ის მიერ ხმაურიანად დაანონსებული ღონისძიება Vogue World გაიმართა, რომელსაც მოდისა და პოპ-კულტურის არაერთი ცნობილი ფიგურა დაესწრო, თუმცა საღამოს მთავარი მომენტი სუპერმოდელების გამოჩენა გახდა.
იხილეთ კადრები გუშინ გამართული ღონისძიებიდან:
ტრადიციულად, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ, მოდის ყურადღების ცენტრში ლონდონი ექცევა, სადაც ბრიტანული მოდის ყველაზე პოპულარული დიზაინერები ახალ კოლექციებს 19 სექტემბრის ჩათვლით წარადგენენ.