მიმდინარე კვირას, ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილი, ლილი-როუზ დეპი კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე შანელის არქივული, 1994 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციით გამოჩნდა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ შანელისა და დეპის თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება.


2017 წელს, როდესაც ლეგენდარულმა გერმანელმა დიზაინერმა, კარლ ლაგერფელდმა შანელის ოტ-კუტიურ შოუ ლილი-როუზ დეპთან ერთად დახურა, შანელის მოდის სახლსა და ახალგაზრდა ვარსკვლავს შორის თანამშრომლობამ ახალ საფეხურზე გადაინაცვლა. დეპი ფრანგული ბრენდის მუზა, კოლაბორატი და ამბასადორი გახდა. მას შემდეგ, ახალგაზრდა ვარსკვლავი ხშირად ჩნდება შანელის კოლექციებით, მათ შორის სპეციალურად მისთვის შექმნილი კოსტიუმირებული კუტიურ მოდელებით.






წითელ ხალიჩაზე შანელის კონსერვატული და ერთფეროვანი სტილი ხშირად იმსახურებს კრიტიკას, თუმცა მიუხედავად ამისა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ლილი-როუზ დეპი ის იშვიათი ვარსკვლავია, რომელიც შანელს ყოველთვის საინტერესოდ წარადგენს.