
ქეით მოსის ქალიშვილს YSL Beauty-ის ახალ სარეკლამო კამპანიებში ვიხილავთ. ბრენდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლაილა YSL Beauty-ის ამბასადორად შეირჩა, რათა წარუდგინოს ბრენდი მომავალ თაობას. „მოხარულები ვართ ლაილასთან თანამშრომლობით, იგი თავისი თაობის სილამაზეს წარმოაჩენს.“ – თქვა ლეტიცია რაუსტმა, YSL Beauty USA-ს გენერალურმა მენეჯერმა.
ლაილა მოსს სამოდელო ინდუსტრიაში ქეით მოსის სააგენტო – Kate Moss Agency წარადგენს. სუპერმოდელის შვილის დებიუტი პოდიუმზე 2020 წელს, მიუ მიუს ჩვენებაზე შედგა. მას შემდეგ, ის აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ბრენდებთან და ამშვენებს Vogue -ის ყდებს მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფების ობიექტივში.