იანვრის პირველ კვირას, ბრიტანელმა დიზაინერმა, ლუის თროტერმა ფრანგული ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის პოზიცია ოფიციალურად დატოვა. ერთი თვის თავზე, ბრენდი ინგლისელი დიზაინერის შემცვლელს ასახელებს.
ლუისს ზემოხსენებულ პოზიციაზე Pelagia Kolotouros შეცლის. გამომდინარე იქიდან რომ იანვარში, Lacoste -ში შემოქმედებითი მმართველობის გადახედვაზე საუბრობდნენ, რაც კოლაბორაციული ხელმძღვანელობის მოდელზე გადართვას გულისხმობდა, ახალი კრეატიული დირექტორის ასეთ ხანმოკლე დროში დასახელება საკმაოდ მოულოდნელია.
წარმოშობით ბერძენი, აშშ-ის მოქალაქე, Pelagia Kolotouros ნიუ-იორკის პარსონსის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებულია და მოდის ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი მეტწილად სპორტული და ყოველდღიური ბრენდების სამოსზე მუშაობდა.Yeezy, The North Face, Adidas – ეს იმ კომპანიების ჩამონათვალია, სადაც დიზაინერმა არაერთი წელი გაატარა. და თუ Lacoste-ს სპორტულ ფესვებსაც გავითვალისწინებთ, გასაგებია თუ რატომ შეაჩერეს არჩევანი სწორედ ამ დიზაინერზე.