დენიმის შარვალი თანამედროვე მოდაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი სამოსია, თუმცა Acne Studios-ში მაინც შეძლეს იმდენად უცხო და საინტერესო ხედვის ჩამოყალიბება, რომ დღესდღეისობით, მოდის ბევრი მიმდევარისათვის, დენიმი პირველ რიგში, სწორედ ხსენებულ ბრენდთან ასოცირდება.

ახალი სარეკლამო კამპანიისთვის, Acne Studios-ს კრეატიულმა დირექტორმა, ჯონი იოჰანსონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უბრალოდ დენიმის შარვალით, რომელიც თითქმის ყველა ბრენდის კამპანიასა თუ პოდიუმზე ხელმისაწვდომია, შესაძლებელია შექმნა ვირუსულად გავრცელებადი იმიჯი, განსაკუთრებით მაშინ, თუ კოლექციის სახედ გულშემატკივრებს არა ერთ, არამედ ორი კაილი ჯენერს წარუდგენ.

Acne Studio 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანია: