
ინგლისელი მსახიობი ნიუ-იორკში, ახალი ფილმის, Boston Strangler-ის ჩვენებაზე იმყოფებოდა. თუ კირა ნაიტლის ბოლოდროინდელ აქტივობებს გადავავლებთ თვალს, შევამჩნევთ, რომ მსახიობი წითელ ხალიჩაზე ხშირად აღარ პოზირებს, გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მისი დაბრუნებაა.
ვივიენ ვესტვუდის უახლესი 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის კორსეტიანი კაბით, რომელსაც შანელის კლასიკური ფეხსაცმლის წყვილი იდეალურად ერწყმის, ნაიტლიმ მალევე მიიქცია მოდის პრესის ყურადღება.


მიუხედავად იმისა, რომ წარსულში, კირამ გადაღებებზე კორსეტით სიარული დაახასიათა, როგორც „პოზიტიურად საშინელი“ გამოცდილება, ვესტვუდის ახალი კოლექციით იგი გამორჩეულად ბუნებრივად გამოიყურებოდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვივიენ ვესტვუდის გარდაცვალების შემდეგ, კორსეტიანი კაბების მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ლეგენდარული ინგლისელი დიზაინერის ხელწერის განუყოფელი ნაწილი იყო.