მას შემდეგ, რაც 2021 წლის დეკემბერში HBO Max-ზე სერიალი And Just Like That გამოვიდა, მაყურებელი არ კარგავდა იმედს, რომ Sex and the City-ის საკულტო პერსონაჟი, სამატა ჯოუნსი რომელიმე ეპიზოდში მოულოდნელად გამოჩნდებოდა. სერიალის პირველ სეზონში სამანტა მხოლოდ სატელეფონო საუბრებით ეკონტაქტებოდა ქერი ბრედშოუს და ბოლო ეპიზოდიც ისე დასრულდა, რომ კიმ კეტრელი ეკრანზე ვერ ვიხილეთ.

როგორც უკვე ცნობილია Emily in Paris Netflix-ზე ბრუნდება. ახლახან, სერიალის მესამე სეზონის დახურული პრემიერა გაიმართა, რომელსაც კიმ კეტრელიც დაესწრო. მსახიობმა სოციალურ ქსელში ღონისძიებაზე გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. ამის შემდეგ, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა თეორია, რომ Emily in Paris მაყურებელს მოულოდნელ სიურპრიზს უმზადებს და კიმ კეტრელმა შესაძლოა თავისი საკულტო როლით შთაგონებული პერსონაჟი სწორედ აღნიშნულ სერიალში გააცოცხლოს.

მიუხედავად იმისა, რომ Emily in Paris და Sex and the City სხვადასხვა პლატფორმის პროექტია, ორივე სერიალის შემქმნელი ცნობილი პროდიუსერი და სცენარისტი დარენ სტარია. სწორედ ეს დეტალი ამყარებს გავრცელებულ ვარაუდს. ჯერჯერობით უცნობია, გამართლდება თუ არა ეს თეორია, თუმცა გავრცელებული ხმები Netflix-ის პოპულარული სერიალის მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებს.

Emily in Paris -ის პრემიერა 2022 წლის 21 დეკემბერს შედგება.