ამერიკელი მილენიალის ფრანგული თავგადასავალი Netflix-ზე ბრუნდება. მალე რომანტიკული კომედიის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, სახელწოდებით – Emily in Paris ახალი სეზონი გამოვა. სერიალის მესამე სეზონის პრემიერა 21 დეკემბერს შედგება. Netflix-მა პრემიერის თარიღი ტრეილერით დააანონსა.

ტრეილერიდან ვიგებთ, რომ ემილი კუპერი, რომლის როლსაც ლილი კოლინსი ასრულებს, კვლავაც საფრანგეთში აგრძელებს ცხოვრებას და ის ისევ ყოფილ კოლეგებთან ერთად ოცნების სამსახურში – კრეატიულ სააგენტოში მუშაობს. ნაჩვენები სცენების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი სეზონის სიუჟეტური ხაზი ძირითადად ემილის არჩევანის ირგვლივ განვითარდება.

ფრაგმენტულ ეპიზოდებში ჩანს, რომ სერიალის გმირი ცდილობს ახალ რომანზე კონცენტრირდეს,  მეგობრული ურთიერთობებიც დაალაგოს. ახალ სეზონში კვლავაც ტრადიციულად ვიხილავთ პარიზის ქუჩის სტილის აქცენტებს, ემილის მრავალფეროვან კოსტიუმებს და საფრანგეთის სხვადასხვა მხარის ულამაზეს ხედებს. 

შეგახსენებთ, რომ Emily in Paris მაყურებელმა პირველად 2020 წლის ოქტომბერში შედგა. ეს არის ისტორია ამერიკელ მარკეტინგის სპეციალისტ ემილი კუპერზე, რომელიც სამუშაოდ პარიზში გადადის. სერიალმა მალე მოიპოვა პოპულარობა და სტრიმინგ სერვის Netflix-ის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ პროექტად იქცა.