ამერიკელმა დიზაინერმა 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანია გამოაქვეყნა. ამჯერად მარკ ჯეიკობსის დიზაინებს რეკლამას ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი, კიმ კარდაშიანი უწევს. კამპანია შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. კორსეტები და მაღალი პლატფორმები რეკლამას დრამატულ იერს მატებს.


ფოტოგრაფი: Tyrone Lebon
სტილისტი: Alastair McKimm
ვარცხნილობის სტილისტი: Chris Appleton
ვიზაჟისტი: Yadim Carranza.


Marc Jacobs ცნობილია პოპ-კულტურის ცნობად სახეებთან კოლაბორაციით, თუმცა კარდაშიანის მონაწილეობით, ეს ბრენდისთვის პირველი გლობალური სარეკლამო კამპანიაა.