ფრანგულმა მოდის სახლმა სიახლე რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. რეალითი შოუს მეგა-ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი ბრენდის ახალი ამბასადორია. წარსულში, კარდაშიანი აქტიურად თანამშრომლობდა ბალენსიაგას მოდის სახლთან. კიმისა და ბალენსიაგას ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა, მას შემდეგ, რაც კარდაშიანი Met Gala-ს 2021 წლის წითელ ხალიჩაზე ბრენდის ქართველ კრეატიულ დირექტორთან, დემნასთან ერთად გამოჩნდა.
მიუხედავად იმისა,რომ კიმს ბალენსიაგას პოდიუმზე, სტუმართა რიგებში თუ სარეკლამო კამპანიებში აქამდეც ხშირად ნახავდით, იგი ბალენსიაგას ოფიციალური ბრენდ-ამბასადორის სტატუსით არ სარგებლობდა. ეს კი დღეიდან შეიცვლება.