ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ ინგლისელი დიზაინერი, კიმ ჯონსი ტოვებს იტალიურ მოდის სახლს – ფენდის.
კიმ ჯონსი Fendi-ის ქალის ხაზის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობაზე 2020 წლის სექტემბერში დაინიშნა, მან აღნიშნულ პოზიციაზე გერმანელი დიზაინერი, კარლ ლაგერფელდი შეცვალა. ფენდის პარალელურად, ჯონსი Dior-ის კაცის ხაზის შემოქმედებითი დირექტორის პოზიციასაც იკავებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ხსენებული ბრენდები ერთი კონგლომერატის, LVMH-ის მფლობელობაშია, ჯონსისთვის ინტერესთა კონფლიქტს ხელი არ შეუშლია.
LVMH-ის ახლადგავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელი დიზაინერი Dior-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი დირექტორის პოზიციაზე რჩება. რაც შეეხება Fendi-ის ქალის ხაზს, ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ ვინ შეცვლისს ჯონსს.
იხილეთ Fendi-ში კიმ ჯონსის ბოლო კოლექციის ჩვენება, რომელიც სამი კვირის წინ, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა: