სილამაზისა და თავის მოვლის ცნობილი იტალიური ბრენდის – KIKO Milano-ს ონლაინ მაღაზია საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ბრენდის პროდუქციის შეძენა საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. ონლაინ შოპინგისას მომხმარებლები ბრენდის მიერ უზრუნველყოფილი მიწოდების სერვისითაც ისარგებლებენ.
ახალი პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის სრულ ასორტიმენტს: დეკორატიულ კოსმეტიკას, კანის მოვლის საშუალებებს, აქსესუარებს, უახლეს კოლექციებსა და ონლაინ ექსკლუზიურ პროდუქტებს. ვებგვერდის თანამედროვე ვიზუალი და ფუნქციონალი ბრენდის იტალიური იდენტობის შესაბამისად არის შექმნილი. ის სრულად პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებებს და კომფორტულ ციფრულ გამოცდილებას სთავაზობს მათ.


საქართველოში ოფიციალური ონლაინ მაღაზიის გაშვება KIKO Milano-ს კიდევ ერთი სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც ბრენდს ადგილობრივ მომხმარებელთან მეტად აახლოებს. პლატფორმის პრეზენტაციასთან ერთად, მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებაც მოქმედებს: kikocosmetics.com.ge-ზე პირველ შენაძენზე 10%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.
KIKO Milano საქართველოში „Cenomi Retail“-ის პორტფელის ნაწილია. კომპანია ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 19 საერთაშორისო ბრენდსა და 60 მაღაზიას აერთიანებს.
მეტი სიახლისათვის თვალი ადევნეთ KIKO Milano-ს სოციალური მედიის არხებს:




