21-ე საუკუნე მსოფლიოსთვის ახალი გამოწვევებით დაიწყო, დაბინძურება და სხვა ეკოლოგიური პრობლემები კრიტიკულ მაჩვენებელს მიუახლოვდა. საერთაშორისო საზოგადოებაში უკვე ღიად საუბრობენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაბინძურების პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პრევენციული ზომების მიღება. მოდა გაზის და ნავთობის შემდეგ, ყველაზე მეტად აბინძურებს გარემოს, მაგრამ მოდას არც სილამაზის ინდუსტრია ჩამოუვარდება. 

KIKO Milano – Blue Me ახალი კოლექცია

თანამედროვე მსოფლიოში, სილამაზე ასეთ მსხვერპლს ნამდვილად არ უნდა მოითხოვდეს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს „კიკო მილანოს“ ახალი კოლექცია “Blue Me” და თანამშრომლობა Plastic Bank-თან. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, KIKO Milano-მ მილიონობით ერთგული მომხმარებელი შეიძინა და იტალიის N1 კოსმეტიკურ ბრენდად იქცა. ამ ეტაპზე, მსოფლიოს გარშემო, „კიკო მილანოს“ 900-ზე მეტი მაღაზია აქვს. რაც შეეხება, Plastic Bank -ს, ამ სოციალური საწარმოს საქმიანობა ორიენტირებულია ოკეანის პლასტმასით დაბინძურების შემცირებაზე. 

KIKO Milano-ს ახალი “Blue Me” კოლექცია შთაგონებული და მიმართულია ოკეანეს დაცვაზე. Plastic Bank-თან თანამშრომლობით, „კიკო მილანო“ ხელს შეუწყობს ოკეანეში პლასტმასით დაბინძურების შემცირებას და სანაპიროზე შემგროვებელი საზოგადოების წევრების ცხოვრების გაუმჯობესებას. 

ახალი კოლექცია აერთიანებს როგორც კანის მოვლის, აგრეთვე დეკორატიული კოსმეტიკის პროდუქტებს. ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ KIKO Milano-მ მორიგი სრულყოფილი ნაკრები შემოგვთავაზა. იქნება ეს კანის, სახის, თვალების, ტუჩების, თუ ფრჩხილები – კოლექცია მოიცავს ყველა იმ საჭირო პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიური სილამაზის რუტინის სრულყოფაში დაგეხმარებათ. “Blue Me”-ს მაღალი ხარისხის ვეგანური ფორმულა გამოარჩევს, რომელიც გამდიდრებულია ეკოლოგიურად სუფთა კომპონენტებით და ბუნებრივი ინგრედიენტებით. აღნიშვნას იმსახურებს ელეგანტური დიზაინის მქონე შეფუთვაც, რომელიც თემატურად ოკეანის ფერებშია გადაწყვეტილი. 

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ KIKO Blue Me მხარს უჭერს Plastic Bank – ს  არა მხოლოდ პლასტმასის ნეგატიური ზემოქმედების აღმოფხვრაში,  არამედ იდენტიფიცირებას ახდენს დაუცველი სანაპირო ზოლების, უფლებას აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს მოსახერხებელ ადგილებში შექმნან შესაგროვებელი ფილიალები. გარდა ამისა, როგორც ვკითხულობთ, “Blue Me” კოლექციის ფილოსოფიის შესაბამისად, შესაძლებელი გახდება 4.6 მილიონი ერთჯერადი გამოყენების 500 მლ. პლასტმასის ბოთლის შეგროვება.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ რთულია გულგრილი დავრჩეთ და მოწონება არ გამოვხატოთ, როდესაც N1 იტალიური კოსმეტიკური ბრენდი იდეალურ ყოველდღიურ კოლექციას ეკო აქტივიზმს ამდენად კარგად უთავსებს.

შეგახსენებთ, რომ KIKO Milano-ს საქართველოში ოპერირებას უწევს Retail Group Georgia – კომპანია, რომელიც დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 20-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ათეულობით მაღაზიას წარმატებით წარადგენს. ახალი “Blue Me” კოლექციის დასათვალიერებლად და შესაძენად ეწვიეთ ბრენდის ოფიციალურ მაღაზიებს, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და სითი მოლში საბურთალოზე, ან ონლაინ – Blush.ge -ზე და Shopshop.ge -ზე.