პარიზის მაღალი მოდის კვირეულის პირველ დღეს, „სკიაპარელისა“ და „თომ ბრაუნის“ მასშტაბური ჩვენებების ფონზე, Dior-ის შოუმ დამამშვიდებელი ატმოსფერო შექმნა. ბრენდის კრეატიული დირექტორი, მარია გრაცია ქიური, კრიტიკის მიუხედავად, კვლავაც უსაფრთხო გზას ირჩევს. ბერძნული და რომაული კულტურით შთაგონებულმა იტალიელმა დიზაინერმა 66 ლუქისგან შემდგარი კოლექცია წარმოადგინა, რომელიც ანტიკური ქალღმერთების მსვლელობას გავდა.
ერთი მხრივ, ქიურის ახალი ნამუშევარი მოიცავს ხელუხლებელ და მარტივ მინიმალიზმს, მეორე მხრივ კი, მდიდრულ მოოქროვილ მაქმანებსა და კაბებს, რომლებიც მარგალიტებითაა გაფორმებული და ხაზს უსვამს Dior-ის მოდის სახლის ძვირფას სტატუსს. ეს კი, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქიურის ხედვა ფრანგული ბრენდისთვის შესაძლოა მართლაც იყოს განმეორებადი და მოსაწყენი, თუმცა მან ზუსტად გაუგო „დიორის“ ოტ-კუტიურის თანამედროვე მომხმარებელს, რომელიც ხშირად, კრეატიულს მოკრძალებულს ამჯობინებს, ხოლო მოცულობითს – მსუბუქს და დახვეწილს.
იხილეთ ჩვენება სრულად: