ნიუ-იორკის მოდის კვირეული მრავალფეროვანი და გადატვირთულია. მათთვის ვინც პრაქტიკულ, თუმცა არა ძალიან ყოველდღიურ ტანისამოსს ეძებს, ნიუ-იორკი შესაძლოა არ იყოს შესაფერისი ქალაქი, თუ არ ჩავთვლით ბრენდს, რომელზეც ამ სტატიაში გიყვებით.
Khaite გაზაფხული 2023 – ნიუ-იორკის მოდის კვირეული
Khaite ამერიკული მოდის შედარებით ახალი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრენდია. დიზაინერ კატრინ ჰოლსტეინის შექმნილი კოლექციების უმრავლესობა სრულიად ამოვარდნილია ნიუ-იორკში პოპულარული ტრენდებისგან.
ძლიერი სილუეტებისა და ფემინური ქსოვილების სინთეზით, Khaite -ს 2023 წლის გაზაფხულის კოლექცია პრაქტიკული თუმცა ელეგანტურია. დახვეწილი დეტალები იკვეთება როგორც აბრეშუმის ღია ტონალობაში, აგრეთვე ბზინებით გაწყობილ სადღესასწაულო კაბებში. თუმცა იქვეა ტყავი და დენიმიც, რაც ერთიანობაში ქმნის სრულყოფილ ჩაცმად გარდერობს თანამედროვე ქალისთვის.
იხილეთ ჩვენება სრულად: