“ამ ეტაპზე 30%, 2028 წლამდე სრული შესყიდვის შესაძლებლობის პირობით,” – Kering-ის მიერ Valentino-ს შესყიდვის შესახებ სიახლეს მსოფლიოს უდიდესი გამოცემები ადასტურებენ.
როგორც აღინიშნა, ფრანგულმა კონგლომერატმა რომაული მოდის სახლის 30% შეისყიდა, გარიგება კი ქერინგს “ნაღდი ფულით” 1.7 მილიარდი დოლარი დაუჯდა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შესყიდვა რამდენიმე პირობით შედგა – ქერინგს ექნება შესაძლებლობა ვალენტინო სრულად შეისყიდოს 2028 წლამდე, ხოლო ვალენტინოს ამჟამინდელ მფლობელ კომპანიას, Mayhoola-ს ექნება შესაძლებლობა Kering-ის მსხვილი მეწილე გახდეს.
უახლოეს მომავალში, Mayhoola დარჩება ვალენტინოს 70%-ის მფლობელი და განაგრძობს ბრენდის სტრატეგიის შექმნასა და მის გაფართოვებას კერინგის ჩართულობის გარეშე.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში გავრცელდა ჭორები, რომ ქერინგმა შესაძლოა CAA ტალანტების სააგენტო 7 მილიარდ დოლარად შეიძინოს. თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდება, ეს ქერინგისთვის მხოლოდ 2023 წელს მეორე მსხვილი შესყიდვა იქნება. ქერინგი ფლობს ისეთ მოდის სახლებს, როგორებიცაა: Saint Laurent, Balenciaga, Bottega Veneta, Alexander McQueen და ა.შ.