ლაქშერი კონგლომერატის, Kering-ის მფლობელი ფრანსუა პინო მოლაპარაკებებს აწარმოებს Creative Artists Agency-ს შესყიდვასთან დაკავშირებით, ინფორმაციას BoF ადასტურებს. ამ მომენტისთვის ზუსტი მონაცემები თანხასთან დაკავშირებით საჯარო არაა, თუმცა ექსპერტების შეფასებით, CAA-ს საბაზრო ღირებულება 7 მილიარდ დოლარამდეა.

ტალანტების სააგენტო ფირმა TPG-ს ეკუთვნის. ბოლო დროს, ფირმა საერთაშორისო პრესის ყურადღების ცენტრში ჰოლივუდის მსახიობებისა და მწერლების გაფიცვის გამო მოექცა. შეგახსენებთ, რომ ბოლო 6 ათწლეულის განმავლობაში, ეს პირველი საერთო გაფიცვაა ჰოლივუდში. გაფიცულები ითხოვენ ხელფასების მომატებას, თუმცა ჯერ-ჯერობით საერთო შეთანხმება მიღწეული არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ პინო შეისყიდის CAA-ს, ეს საგრძნობლად გააფართოვებს მის უკვე საკმაო გავლენას და გასცდება ლაქშერი ბიზნესის ფარგლებს. პინოების ოჯახი ფლობს არა მხოლოდ Kering-ს, არამედ კომპანია Artemis-საც, რომლის დაქვემდებარებაშიცაა პრესტიჟული აუქციონი Christie’s და მეღვინეობა Chateau Latour ბორდოში.

CAA მაიკლ ოვიცმა და რონ მეიერმა 1975 წელს რამდენიმე პარტნიორთან ერთად დააარსეს და მას შემდეგ, გახდნენ ჰოლივუდის წამყვანი ბროკერები, მათთვის მუშაობდნენ ეგრედ წოდებული “სუპერაგენტები”, რომლებიც – მსოფლიოს წამყვან მსახიობებთან და პროდიუსერებთან.

ოფიციალური კომენტარი ჯერ-ჯერობით არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.