
American Horror Story-ის ვარსკვლავურ სამსახიობო შემადგენლობას კიდევ ერთი წევრი შეემატა. ბრიტანელი ტოპ მოდელი და მსახიობი, კარა დელევინი სერიალის მეთორმეტე სეზონში გამოჩნდება. პაპარაცებმა კარა ნიუ-იორკში მიმდინარე გადაღებებზე, განსხვავებული იმიჯით დააფიქსირეს.


აქვე შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ, The Hollywood Reporter-მა გაავრცელა სიახლე American Horror Story-ის ახალ სეზონში კიმ კარდაშიანის ჩართულობაზე, რომელიც სერიალის შემქმნელმა ბრაიან მერფიმ თავად დაადასტურა. კარდაშიანმა AHS-ში მონაწილეობის შესახებ თიზერი საკუთარ ინსტაგრამზე განათავსა და გულშემატკივრებს ამაღელვებელი სიახლე თავადაც ამცნო. ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობი რჩება იმ პერსონაჟების შესახებ, რომლებსაც კიმი და კარა განასახიერებენ.