2023 წელი მიუ მიუსთვის წარმატებით დაიწყო, ბრენდი Lyst Index -ის მომენტის ყველაზე განხილვადი მოდის სახლების ათეულში მეორე ადგილზე დაწინაურდა. როგორც ცნობილია, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მიუ მიუს გაყიდვები 42%-ით გაიზარდა, აღნიშნავს WWD.
ახლახან, ბრენდმა ახალი სარეკლამო კამპანიაც გაავრცელა, რომელშიც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერმოდელი, ჯიჯი ჰადიდი მონაწილეობს. კამპანიაში ტყავის მაღალი ხარისხისა და უნიკალური ტექნიკით შესრულებულ აქსესუარებზეა აქცენტი. მიუჩია პრადასთვის კამპანიის მთავარი ინსპირაცია ამერიკელი არტისტი მარგარეტ კეინი გახდა, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა.