ამერიკელი მსახიობი ნიუ-იორკში Tony Awards-ის 2023 წლის დაჯილდოებას დაესწრო და საღამოს საუკეთესოდ შემოსილი ვარსკვლავის სტატუსიც დაიმსახურა.

ჯესიკამ Gucci-ს თვალისმომჭრელი ყვითელი კაბა მოირგო, რომელსაც კიდევ უფრო ეფექტურს დიდი ზომის ყელსაბამი ხდიდა. ლუქზე სტილისტმა ელიზაბეტ სტიუარტმა იზრუნა, ხოლო მაკიაჟზე პროფესიონალმა ვიზაჟისტმა, კრისტოფერ ბაქლმა იმუშავა.

მსახიობისა და იტალიური მოდის სახლის თანამშრომლობამ ახალი და მასშტაბური სახე გასულ წელს მიიღო, როდესაც ჩესტეინი Gucci-ს სამკაულების ხაზის სახედ დასახელდა.