
ამერიკელ დიზაინერსა და იტალიურ მოდის სახლს შორის 10 წლიანი გახმაურებული თანამშრომლობა დასრულდა. სიახლეს ადასტურებს მოდის პრესის გავლენიანი გამოცემა WWD. „ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ისეთ შემოქმედთან როგორიცაა ჯერემი სკოტი“ – ამბობს მასიმო ფერეტი, Moschino-ს მფლობელი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. “მადლობას ვუხდი მას ფრანკო მოსკინოს მემკვიდრეობითი მოდის სახლისთვის გამოჩენილი ათწლიანი ერთგულებისთვის და მკაფიო, მხიარული ხედვისთვის, რომელიც სამუდამოდ იქნება მოსკინოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი.”
ჯერემიმ მოსკინოში თავისი დეკადა აღწერა, როგორც შემოქმედების დღესასწაული. მან მადლობა გადაუხადა ფერეტის გასული 10 წლისთვის და დაამატა, რომ ძალიან ამაყობს იმ მემკვიდრეობით, რომელსაც მოსკინოს მოდის სახლს უტოვებს.
ამერიკელი დიზაინერის ხელმძღვანელობით, მოსკინოს ბოლო კოლექციის ჩვენება მილანის მოდის კვირეულის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე გაიმართა.
იხილეთ ჩვენების ჩანაწერი: