ნეტფლიქსის ჰიტ-შოუს, Wednesday-ის ვარსკვლავი ჯენა ორტეგა აქტუალურობას არ კარგავს და ამჯერად ადიდასის გლობალურ ამბასადორად გვევლინება. ამასთან, მან გერმანული კომპანიის ახალი ხაზი – “Adidas Sportswear” წარადგინა. ადიდასის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლეიბლის მიზანი ყოველდღიური სპორტული სამოსის ახლებური ხედვით წარმოდგენაა, ასევე ბრენდის თქმით, სამოსი უახლესი ტექნოლოგიითაა დამზადებული, რაც ხარისხის გარანტია.

adidas Sportswear-ის პირველი კამპანია ჯენა ორტეგას მონაწილეობით (c) adidas

ჯენა ორტეგა გავრცელებულ კამპანიაში ლეიბლის გაზაფხული/ზაფხული 2023 წლის კოლექციის კამპანიაშია. “[ჯენა] დღითიდღე იმტკიცებს ახალი თაობის ხატის სტატუსს, მისი სტილი განუმეორებელია, ხოლო მისი ხასიათიდან გამომდინარე, ის ყოველთვის აკეთებს და ამბობს მხოლოდ იმას, რისიც გულწრფელად სჯერა. მსახიობი, აქტივისტი, პროდიუსერი და სტილის ვარსკვლავი, ის იდეალური მაგალითია ინდივიდუალიზმისა და მრავალფეროვნების, რაც adidas Sportswear-ის იდეას მაქსიმალურად ეხმაურება.”

adidas Sportswear-ის პირველი კამპანია ჯენა ორტეგას მონაწილეობით (c) adidas

ადიდასისთვის ეს ბოლო პერიოდის პირველი პოზიტიური სიახლეა. მას შემდეგ, რაც მათი თანამშრომლობა ბალენსიაგასა და ქანიე უესტთან სკანდალების გამო შეწყდა, ბრენდის გაყიდვების დაცემის შესახებ ყველა დიდი გამოცემა წერდა. ახალ თაობაში ასეთ პოპულარულ სახესთან თანამშრომლობა ადიდასისთვის წარმატებული უნდა გამოდგეს, რადგან მათი ახლანდელი სამიზნე აუდიტორია, განსაკუთრებით ახალი ხაზისთვის, სწორედ ჯენ-ზია.

adidas Sportswear-ის პირველი კამპანია ჯენა ორტეგას მონაწილეობით (c) adidas

თავად ჯენამ ადიდასთან თანამშრომლობაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: “მე ყველაფერში ჩემს მაქსიმუმს ვდებ, იქნება ეს ჩემი პროფესია თუ სხვა საქმიანობები, რადგან ვიცი, როგორი შთამაგონებელია ეს ჩემს გარშემომყოფებისთვის თუ ჩემი ფანებისთვის. ვიყო ზუსტად ის,ვინც ვარ, ჩემი პიროვნულობის განუყოფელი ნაწილია, ამასთან მე ყოველდღიურად ვცდილობ საკუთარი თავი უკეთ გავიცნო. ყველას მოვუწოდებ გამოხატონ საკუთარი თავი სხვადასხვა მიმართულებებში, იქნება ეს აქტივობები, ხელოვნება, თუ ჩაცმა – სწორედ ამიტომ, ადიდასთან თანამშრომლობისთვის ძალიან მადლიერი ვარ.”