ინფორმაციას ადასტურებს Reuters. ლეგენდარული ინგლისელი მსახიობი, მომღერალი და სტილის კერპი, ჯეინ ბირკინი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ჯეინ ბირკინი იმ ხელოვანების რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებმაც უდიდესი კვალი დატოვეს მოდის სამყაროში. მის სახელს ატარებს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჩანთაც, Hermès – ის „ბირკინი.“