სიახლე არავისთვისაა, რომ ბოტეგა ვენეტას ჩანთების მიმართ სტილის ვარსკვლავები განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებენ. ტრენდული და მარადიული დიზაინის იშვიათი კომბინაციით, ეს იტალიური ბრენდი უკვე წლებია, სეზონიდან სეზონზე, ყველაზე სასურველ აქსესუარებს გვთავაზობს.

ჯეიკობ ელორდი, HBO-ს გახმაურებული სერიალის, “ეიფორიას” ვარსკვლავი, ბოტეგა ვენეტას ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელია. გასულ წელს, მსახიობი ბოტეგა ვენეტას 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებასაც დაესწრო.

ჯეიკობის პაპარაცული ფოტოებისთვის თვალის გადავლება საკმარისია იმისათვის, რომ შევამჩნიოთ მისი სიყვარული არა მხოლოდ ბოტეგა ვენეტას, არამედ ზოგადად, ძვირფასი და ტრენდული მინი/საშუალო ზომის ხელჩანთების მიმართ.

თვალი გადავავლოთ რამდენიმე მათგანს:

Bottega Veneta

Burberry

Fendi

Celine