ფრანგი დიზაინერი მოდის კვირეულების ოფიციალურ კალენდარს კიდევ ერთხელ გაემიჯნა. სიმონ ჟაკმუსი 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებას 12 დეკემბერს პარიზში გამართავს. სიახლე მოსალოდნელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სექტემბერში, პარიზის Avenue Montaigne-ზე, ჟაკმუსმა თავისი პირველი მაღაზია გახსნა.

კოლექციის სახელწოდებაა Le Raphia, ის გააერთიანებს, როგორც ქალის, აგრეთვე მამაკაცის სამოსს. სიახლე დიზაინერის ოფიციალურ ინსტაგრამზე დაანონსდა, რომელსაც 5 მილიონი გამომწერი ადევნებს თვალს.

Jacquemus-ის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია

ჩვენების გარდა, ფრანგი დიზაინერი ახალი პროექტების სერიასაც გეგმავს, მათ შორის არის კოლაბორაციები ცნობილ ბრენდებთან: Tekla და Nike. ცნობილია ისიც, რომ 13 დეკემბერს გაყიდვაში ჩაეშვება ჟაკმუსის ახალი ჩანთა – Le bisou. შეგახსენებთ, რომ სიმონის კოლექციებში, ყველაზე დიდი პოპულარობით სწორედ აქსესუარების ხაზი სარგებლობს.