ფრანგი დიზაინერი ექსპერიმენტებს განაგრძობს და 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, მყიდველებს, ახალ კოლექციას, ‘Pre-Order, Buy Now” ბიზნეს მოდელით სთავაზობს. ნაცვლად ტრადიციული სისტემისა, რომელიც შეკვეთების მიღებას კოლექციის პრეზენტაციის შემდეგ გულისხმობს, სიმონ ჟაკმუსმა ახალი სეზონის ტანისამოსი შერჩეულ “ბაიერებს“ (მსხვილი სავაჭრო ცენტრების, მაღაზიების ხელმძღვანელებს და ექსკლუზიური კლიენტების სტილისტებს) იანვარში წარუდგინა.

სწორედ იანვარში გაფორმდა შეკვეთების ნაწილი კოლექციაზე “La Montagne”, რომელიც დიზაინერმა 30 ივნისს, პარიზში აჩვენა. გამომდინარე აქედან,  JACQUEMUS -ის გულშემატკივრებს უკვე შეუძლიათ შეუკვეთონ ნივთები 2021 წლის ზამთრის შოუდან.

გარდა იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ეს იყო JACQUEMUS -ის პირველი ფიზიკური პრეზენტაცია, შოუს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ტოპ მოდელების ვარსკვლავურ შემადგენლობასაც შეგვიძლია დავუკავშიროთ.

სიმონ ჟაკმუსი პარიზის მოდის კვირეულზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა, თუმცა საერთაშორისო აღიარება 2015 წელს, LVMH Prize-ის კონკურსში მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა.

Jacquemus შემოდგომა/ზამთარი 2021