Retail Group Georgia- ს საქართველოში კიდევ ერთი ახალი ბრენდი შემოჰყავს. 7 ივლისს, თბილისი მოლში, ქალის სამოსის ბრენდის IPEKYOL-ის პირველი მაღაზია იხსნება. პოსტ-კრიზისულ პერიოდში, როდესაც თითქმის ყოველ კვირას გვესმის, როგორ იხურება მორიგი სივრცე, რაც ადამიანების უმუშევრად დარჩენას იწვევს, ახალი მაღაზიის გახსნა სასიამოვნო და იმედისმომცემი სიახლეა.
„იპეკიოლი“ ქალის ტანსაცმლის, აქსესუარების და ფეხსაცმელების პოპულარული ბრენდია, რომელიც კარგად არის მორგებული უახლეს ტენდენციებს. მათი კოლექციებისთვის დამახასიათებელია ფემინური სილუეტები და ელეგანტური ფორმები. სწორედ ეს ხდის „იპეკიოლს“ ქალებისთვის მიმზიდველ არჩევანს.

2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია გამოირჩევა იმ დეტალებით, რომლებიც მომხმარებლისთვის, წელიწადის ამ სეზონზე ყველაზე მნიშვნელოვანია – სიმსუბუქე და ჰაეროვნება. კოლექციის შეხედვისთანავე თვალშისაცემია ფერების მრავალფეროვნება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ფერთა შეხამება კარგად გააზრებული და საკმაოდ გემოვნებიანია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ყვითელის, ხაკისფერისა და აგურისფერის პალიტრის, როგორც ცხელი სეზონის იდეალური გამოხატულების დომინანტური პოზიცია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრენდს საქართველოში Retail Group Georgia წარმოადგენს, რომელიც დღესდღეობით ოპერირებას უწევს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდის 60 მაღაზიას. „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ :
“ახალი მაღაზიის თბილისი მოლში გახსნით, ჩვენ მსოფლიოში ცნობილი, კიდევ ერთი მოდის ბრენდი შემოგვყავს ქალაქის ერთ-ერთ უსაყვარლეს სავაჭრო ცენტრში. დარწმუნებულები ვართ, „იპეკიოლს“ ქართველი მომხმარებელი კარგად მიიღება, რადგან იგი სრულად შეესაბამება მათ დახვეწილ გემოვნებას. გვჯერა, მას ისევე შეიყვარებენ, როგორც უყვართ ჩვენი არაერთი ბრენდი. ამასთან ერთად, ახალი მაღაზიის გახსნით, ჩვენ შევქმენით ახალი სამუშაო ადგილები, რაც ამ პოსტ-კრიზისულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. „იპეკიოლის” მაღაზიას შეგიძლიათ თბილისი მოლში, ყოველ დღე 10:00 – დან 22:00-მდე ესტუმროთ, შეარჩიოთ თქვენთვის საინტერესო ლუქი, ან უბრალოდ გაეცნოთ ამ ბრენდის სტილს.