ავეჯის და საოჯახო ნივთების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია რუსეთში 4 ქარხანას ყიდის. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 2022 წლის მარტში, Ikea-მ რუსეთის ტერიტორიაზე ყველა მაღაზია დახურა და ონლაინ გაყიდვებიც დროებით შეაჩერა, თუმცა დასაქმებულებისთვის ხელფასების გადახდა განაგრძო. როგორც ახალ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიისთვის უკვე ცხადი გახდა, რომ შექმნილი მდგომარეობა ახლო მომავალში არ შეიცვლება, ამიტომ დროებითი გადაწყვეტილება გადახედვას საჭიროებს.
დასაწყისისთვის, კომპანია რუსეთში მდებარე 4 დიდ ქარხანას ყიდის, რაც ნიშნავს, რომ აგრესორ სახელმწიფოში ბიზნესის საბოლოო დახურვისთვის პირველი ნაბიჯი გადადგმულია.